ბათუმში, საპარკინგე სივრცეში მანქანის გაჩერების გამო ჩხუბის ნიადაგზე, მამაკაცი დაჭრეს

ბათუმში, საპარკინგე სივრცეში მანქანის გაჩერების გამო ჩხუბის ნიადაგზე, მამაკაცი დაჭრეს

27-09-2024 08:57
პოსტი ნახა: 266

ბათუმში ურთიერშელაპარაკების ნიადაგზე შუა ხნის კაცი დაჭრეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა. დაშავებული მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტი საპარკინგე ტერიტორიის გამო დავას მოჰყვა. თვითმხილველების თქმით, ინციდენტში მონაწილეებმა მანქანის გაჩერების გამო იჩხუბეს.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან, ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაჭრის ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე