ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად 2 წლამდე ბავშვი გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მათივე თქმით, 2 წლამდე ბავშვი ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსის მეექვსე სართულიდან ჩამოვარდა.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 116-ე მუხლით დაიწყო.