ბათუმში ცეცხლსასროლი იარაღით სამი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
როგორც ადგილობრივები “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებენ, დაჭრილია მამა და ორი შვილი, ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
შემთხვევა ასათიანის ქუჩაზე ერთ-ერთ სახელოსნოსთან მოხდა.
ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. პირი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.