ბათუმში, ზღვაში სკუტერის დაჯახების შედეგად გარდაცვლილი  25 წლის ბიჭი გორის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა

ბათუმში, ზღვაში სკუტერის დაჯახების შედეგად გარდაცვლილი 25 წლის ბიჭი გორის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა

16-08-2023 16:03
კატეგორიები: სხვა ამბები

ბათუმში, ზღვაში სკუტერის დაჯახების შედეგად გარდაცვლილი 25 წლის ბიჭი გორის მუნიციპალიტეტში, სოფე ქორდში ცხოვრობდა.

ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს თავის არეში მძიმე დაზიანება ჰქონდა მიღებული.

ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლი კოდექსის” 275-ე მუხლით დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, 25 წლის ბიჭი მეგობართან ერთად ზღვაში სკუტერით შევიდა. ახალგაზრდა მამაკაცი ზღვაში ცურავდა, რა დროსაც აღნიშნული სკუტერი დაეჯახა და მძიმედ დაშავდა. სკუტერს მეგობარი მართავდა.

ტელეკომპანია ,,თრიალეთის" გუნდი მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.

პოსტი ნახა: 19912


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!