ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

24-08-2023 04:40
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი გრძელდება. აჯა ლაბიბი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისს ეწვია. დიპლომატს ინფორმაცია მიაწოდეს ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ.

ბელგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოში რეგიონული ვიზიტის ფარგლებში ეწვია ის უკვე შეხვდა ქართველ კოლეგას.

აჯა ლაბიბის განცხადებით, ნათელია, არსებობს ძლიერი და გულწრფელი სურვილი იმისა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

"ძალიან ვრცელი და მნიშვნელოვანი ვიზიტია. იმ შეხვედრებიდან რაც უკვე გავმართე, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სახალხო დამცველის აპარატში,ნათელია, რომ არის ძლიერი და გულწრფელი სურვილი იმისა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. შესაბამისად, ამ სურვილის რეალიზება უნდა მოხდეს ევროკომისიის ანგარიშის საფუძველზე და იმ გადაწყვეტილებით, რომელიც 30 დეკემბერს გამოქვეყნდება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აქ ვიყოთ, განვიხილოთ შესაძლებლობები, პროგრესი, ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო დავეხმაროთ ქვეყანას. ესაა ჩემი დღეს აქ ყოფნის მიზანი, პირველ რიგში, როგორც ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, ასევე, როგორც ევროკავშირის საბჭოს მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის როლში. თქვენ იხილეთ დღეს რუსეთის განცხადებები, რაც შემთხვევითი არ არის, შესაბამისად ეს ვიზიტი დროულია, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ კავშირები, გავაძლიეროთ გაწევრიანების სურვილი, რომელიც გაცხადებულია. ჩვენ უნდა მოვისმინოთ ეს და როდესაც დავბრუნდებით ბრიუსელში გავაჟღეროთ ამის შესახებ. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ამ რეგიონის გეოსტრატეგიული სიმყიფე, სადაც ათწლეულების განმავლობაში საზღვრები არ არის აღიარებული. ევროკავშირი მონაწილეობს რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფაში და ბელგია ჩართულია ამ პროცესში", - განაცხადა აჯა ლაბიბიმ.

პოსტი ნახა: 359


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!