21-დან 28 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში კორონავირუსი 13 737 პაციენტს დაუდასტურდა და 3 ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელი 17,91%-ია.
მონაცემებით ჩანს, რომ წინა კვირასთან შედარებით, კორონავირუსის შემთხვევები მომატებულია. 14-21 აგვისტოს ვირუსი 12 595 პირს დაუდასტურდა.
NCDC-ის ცნობითვე, ბოლო 1 კვირაში 76 704 ტესტი ჩატარდა.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა, დღემდე ინფიცირების 1 749 419 შემთხვევაა აღრიცხული, გარდაიცვალა 16 892 ადამიანი.