ბოლო 5 წელიწადში, საქართველოს მოქალაქეობა, საგამონაკლისო წესით, 11 270 ადამიანს მიენიჭა, 10 513 პირს კი შეუწყდა

ბოლო 5 წელიწადში, საქართველოს მოქალაქეობა, საგამონაკლისო წესით, 11 270 ადამიანს მიენიჭა, 10 513 პირს კი შეუწყდა

13-12-2023 05:16
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2018 წლიდან 2023 წლის ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით (საქართველოს მოქალაქეა და ამავდროულად მოპოვებული აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა) 11 270 ადამიანს მიენიჭა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან საჯარო წესით გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად აცნობეს.

ამასთან, ამავე პერიოდში, საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით ყველაზე მეტ - 3 348 ადამიანს 2018 წელს მიენიჭა, ხოლო ყველაზე ცოტა 2020 წელს - 818 ადამიანს.

გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქეობა იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან და ამავდროულად, მოპოვებული აქვთ სხვა ქვეყნის მოქალაქეობაც, 2018 წლიდან 2023 წლის ნოემბრის თვის მონაცემებით, 29 596 ადამიანს შეუნარჩუნდა. აქედან მოქალაქეობის შენარჩუნების ყველაზე მეტი - 7 065 შემთხვევა 2022 წელს დაფიქსირდა, ყველაზე ცოტა კი, 1 126 - 2018 წელს.

რაც შეეხება მოქალაქეობის შეწყვეტას, 2018 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს მოქალაქეობა 10 513 ადამიანს შეუწყდა. ამ კუთხით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 3 470 შემთხვევის სახით 2023 წელს დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი 680 შემთხვევის სახით კი 2020 წელს.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2018 წლიდან, 2023 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით, საქართველოს მოქალაქეობიდან 4 745 ადამიანი გავიდა. აქედან მოქალაქეობა ყველაზე მეტმა 1 396-მა ადამიანმა 2019 წელს დატოვა, ყველაზე ცოტამ - 391-მა პირმა კი მიმდინარე წელს.

პოსტი ნახა: 206


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!