სოფელ სუფსაში ტრაგედია დატრიალდა. 22 წლის გიორგი გუჯაბიძე ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. მისი ავტომობილი ბოძს შეეჯახა.
დაღუპულს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან.
„ეს თვალციმციმა ბიჭი ძალიან დიდი ხნის წინ გავიცანი, თუმცა, ყოველი ნახვისას ისევ ისე აღმაფრთოვანებდა მის თვალებში ცელქად მოკაშკაშე ვარსკვლავები, როგორც პირველად…
ალბათ, შეუძლებელია გიო გაგეცნოთ და ყურადღების მიღმა დაგრჩენოდათ მისი თვალისმომჭრელი ღიმილი, გულწრფელობა, იუმორი ან/და ხასიათი… მაგრამ დღეს?! ეს თვალები აღარც ციმციმებენ, არც ვარსკვლავებს აკაშკაშებენ და არც ჩვეული გულწრფელი ღიმილით აღარ გხვდებიან…
წავიდა და დაგვტოვა ღიმილის ბიჭმა… დაგვტოვა იმ გაუსაძლის ტკივილთან, რომელსაც მხოლოდ სამომავლო შეხვედრის შესაძლებლობა თუ შეამცირებს… ასე რომ მშვიდობით არა ნახვამდის, ჩემო განსაკუთრებულო მეგობარო“, - წერს მეგობარი სოციალურ ქსელში.