დავით მათიკაშვილი - ეს აკრძალვები კი არ არის - პირიქით ეს არის წესრიგის დამდგენი კონკრეტული მოცემულობა, რომელიც აუცილებელია და გადმოტანილია ევროპული წამყვანი დემოკრატიის მქონე ქვეყნებიდან.

დავით მათიკაშვილი - ეს აკრძალვები კი არ არის - პირიქით ეს არის წესრიგის დამდგენი კონკრეტული მოცემულობა, რომელიც აუცილებელია და გადმოტანილია ევროპული წამყვანი დემოკრატიის მქონე ქვეყნებიდან.

5 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 167

ეს აკრძალვები კი არ არის - პირიქით ეს არის წესრიგის დამდგენი კონკრეტული მოცემულობა, რომელიც აუცილებელია და გადმოტანილია ევროპული და არამხოლოდ, მაღალი და წამყვანი დემოკრატიის მქონე ქვეყნებიდან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზსა და სასამართლოს ეზოში მედიის მიერ ფოტო-ვიდეო გადაღებისა და ტრანსლაციის დაუშვებლობის საკითხს გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება” დემოკრატიული, წამყვანი ქვეყნებიდან იღებს მაგალითებს თუ როგორ შეიძლება რიგი საკითხების დარეგულირება.

„ეს აკრძალვები კი არ არის - პირიქით ეს არის წესრიგის დამდგენი კონკრეტული მოცემულობა, რომელიც აუცილებელია და გადმოტანილია ევროპული და არამხოლოდ, მაღალი და წამყვანი დემოკრატიის მქონე ქვეყნებიდან. მსოფლიოში არსად პირდაპირი ხელაღებით ნებართვის გაცემა, რომ ყველამ ყველაფერი ჩაიწეროს და გააშუქოს, არ ხდება. შეიძლება გინახავთ, მაგალითად შეერთებულ შტატებში არსებულ პროცესებზე როგორ ხდება - ნახატებს აკეთებენ. ამ ნახატს იმიტომ აკეთებენ, რომ გადაღება არ ხდება და გადაღების უფლება არ აქვთ. ჩვენ მივდივართ დემოკრატიული განვითარების გზით და დემოკრატიული, წამყვანი ქვეყნებიდან ვიღებთ მაგალითებს თუ როგორ შეიძლება ამ საკითხების დარეგულირება“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზსა და სასამართლოს ეზოში მედიის მიერ ფოტო-ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელი იქნება. გადაღების უფლებამოსილება თავად სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს ექნება. ეს ერთ-ერთია იმ ცვლილებათა შორის, რომელიც "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შედის. კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. კანონის პროექტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია გაავრცელოს მის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო, კინო და ვიდეოგადაღების მასალები, თუ ეს კანონს არ ეწინააღმდეგება. ამავე კანონის პროექტის თანახმად, სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერა დაიშვება მხოლოდ დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილებით.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე