პარლამენტმა დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა 5 აგვისტომდე გაუგრძელა

პარლამენტმა დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა 5 აგვისტომდე გაუგრძელა

4 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 156

პარლამენტმა თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა კიდევ ერთი თვით - 5 აგვისტომდე გაუგრძელა.

როგორც წულუკიანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, 450-გვერდიანი დასკვნის პროექტი მზად არის, რომელიც 5 აგვისტომდე გადამუშავდება. წულუკიანის თქმით, დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნა 4 აგვისტოსთვის თავად კომისიის სხდომაზე იქნება წარდგენილი, სექტემბრის პირველ ნახევარში კი, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა.

„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია თავდაპირველად “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის შესწავლის მანდატით შექმნა. მალევე კომისიას მანდატი გაუფართოვდა - ის ამჟამად 2003 წლიდან დღევანდლამდე პერიოდს სწავლობს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე