დავით მათიკაშვილი - გიორგი გახარიას მოუწევს მობრძანება და კითხვებზე კიდევ ერთხელ პასუხის გაცემა

დავით მათიკაშვილი - გიორგი გახარიას მოუწევს მობრძანება და კითხვებზე კიდევ ერთხელ პასუხის გაცემა

8 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 192

გიორგი გახარიას მოუწევს მობრძანება და კითხვებზე კიდევ ერთხელ პასუხის გაცემა - რა, როგორ მოხდა და რატომ მიიღო მან ის გადაწყვეტილება, რომლითაც შესაძლოა, კიდევ უფრო მძიმე შედეგები დამუქრებოდა ჩვენს ქვეყანას და საოკუპაციო ზოლთან მცხოვრებ თანამოქალაქეებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა გიორგი გახარიას საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ხელმეორედ დაბარების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, როცა გახარია პირველად იყო კომისიის სხდომაზე, „მისი მხრიდან დიდი ტყუილი მოვისმინეთ, რომ თითქოს ჩორჩანას ინციდენტის შემდგომ საოკუპაციო ძალებს და მარიონეტულ რეჟიმს არანაირი ტერიტორიები არ დაუკავებიათ და თითქოს საგუშაგოს გახსნა საოკუპაციო ძალების მხრიდან მსგავსი ქმედებების პრევენცია იყო“.

„სინამდვილეში შედეგი საზოგადოებამ ძალიან მალე გაიგო იგივე საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ადგილობრივი პირის დაკითხვისას, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ ტყით, რომლითაც ჩვენი მოქალაქეები სარგებლობდნენ, ვეღარ სარგებლობენ, რადგან სწორედ ამ ინციდენტის შემდგომ ამ ტყის მასივი დაიკავეს. ამ სრულიად პროვოკაციული ნაბიჯის შემდგომ, რომელსაც კიდევ უფრო მეტად მძიმე შედეგების მოტანაც შეეძლო ჩვენი რეალობისთვის და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეებისთვის, საოკუპაციო ხაზმა კიდევ გადმოიწია“, - განაცხადა მათიკაშვილმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე