გიორგი ვაშაძე - მეორედ დაბარებაზე მაინც არ უნდა მივიდეს გახარია - გეთამაშებიან ხომ ხედავ, უნდათ, რომ შოუსთვის გამოგიყენონ!

გიორგი ვაშაძე - მეორედ დაბარებაზე მაინც არ უნდა მივიდეს გახარია - გეთამაშებიან ხომ ხედავ, უნდათ, რომ შოუსთვის გამოგიყენონ!

8 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 132

გეთამაშებიან ხომ ხედავ, უნდათ, რომ შოუსთვის გამოგიყენონ, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მეორედ დაბარებას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, გახარია სხდომაზე მეორედ არ უნდა მივიდეს.

„რასაც ვფიქრობ, არ მინდა რომ ვთქვა, თუმცა ვფიქრობ, რომ მეორედ დაბარებაზე მაინც არ უნდა მივიდეს გახარია. კაი, პირველად მივიდა, მივიდა, ახლა მაინც არ უნდა მივიდეს, იმიტომ, რომ გეთამაშებიან ხომ ხედავ, უნდათ რომ შოუსთვის გამოგიყენონ! და მგონი, არ უნდა გამოაყენებინოს თავი. დანარჩენი თავად გადაწყვიტოს“,- განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, გიორგი გახარია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ხელმეორედ 23 ივნისსაა დაბარებული.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე