დღეიდან საჯარო სექტორში დასაქმებულებს ხელფასები  10%-ით გაეზარდათ

დღეიდან საჯარო სექტორში დასაქმებულებს ხელფასები  10%-ით გაეზარდათ

03-01-2024 08:16
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

იანვრიდან ყველა საჯარო მოხელეს ანაზღაურება 10%-ით ეზრდება.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს საჯარო მოხელეთა ანაზღაურების მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, საჯარო მოხელეთა ხელფასი ყოველწლიურად იზრდება 10%-ით.

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2026 წლამდე, ყოველწლიურად საჯარო სამსახურში ხელფასების ოდენობა დაახლოებით, 10%-ით გაიზრდება.

მისივე თქმით, 2026 წლიდან საბაზო თანამდებობრივი სარგო უნდა განისაზღვროს ისე, რომ სახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასი საჯარო სექტორში არსებული საშუალო ხელფასის 80%-ზე ნაკლები და 90%-ზე მეტი არ იყოს.

მინისტრის განცხადებით, ახლა ეს მაჩვენებელი 74%-ს შეადგენს და სწორედ ამიტომ, მომდევნო წლებში, საჯარო სექტორში ხელფასები ყოველწლიურად 10%-ით იმისთვის გაიზრდება, რომ ეს პარამეტრები მიღწეული იქნას.

რაც შეეხება ქვეყანაში საკუთრების ფორმის მიხედვით, დასაქმებულთა სტატისტიკას, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2022 წლის მონაცემებით, სულ დასაქმებული იყო 1 283 700 ადამიანი, აქედან სახელმწიფო სექტორში მუშაობდა - 308 ათასი, ხოლო არასახელმწიფოში - 975 700 კაცი. შესაბამისად, ხელფასის მატება შეეხება მთლიანად დასაქმებულთა დაახლოებით 24%-ს.

რაც შეეხება ანაზღაურებას, საქსტატის 2023 წლის მე-3 კვარტალის მონაცემებით, სახელმწიფო სექტორში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი - 1 458 ლარს, ხოლო არასახელმწიფო სექტორში - 2 068 ლარს შეადგენს.

პოსტი ნახა: 394


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!