დონალდ ტრამპი - ვოლოდიმირ ზელენსკი, შესაძლოა, ყველაზე დიდი გაყიდვების აგენტია იმ პოლიტიკოსთაგან, რომელთაც ოდესმე უარსებიათ

დონალდ ტრამპი - ვოლოდიმირ ზელენსკი, შესაძლოა, ყველაზე დიდი გაყიდვების აგენტია იმ პოლიტიკოსთაგან, რომელთაც ოდესმე უარსებიათ

პოსტი ნახა: 1362

ვფიქრობ, ზელენსკი, შესაძლოა, ყველაზე დიდი გაყიდვების აგენტია იმ პოლიტიკოსთაგან, რომელთაც ოდესმე უარსებიათ, ყოველ ჯერზე, როდესაც ის ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის, უკან 60 მილიარდი დოლარით ბრუნდება, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა დეტროიტში ორგანიზებულ წინასაარჩევნო ღონისძიებაზე განაცხადა.

ტრამპის თქმით, მას ზელენსკი მოსწონს კიდეც, განსაკუთრებით იმის გამო, თუ როგორ გაუმკლავდა ზელენსკი ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პირველ მცდელობასთან დაკავშირებულ სკანდალს, როდესაც განაცხადა, რომ პრეზიდენტი მას არ დამუქრებია.

„ოთხი დღის წინ ის 60 მილიარდით დაბრუნდა სახლში და გამოაცხადა, რომ მას კიდევ 60 მილიარდი სჭირდება და ეს არასდროს სრულდება. მე მოვაგვარებ ამ საკითხს თეთრ სახლში დაბრუნებისთანავე, არჩეული პრეზიდენტის რანგში“, – განაცხადა ტრამპმა.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე