ემანუელ მაკრონი - ყველა ჩვენგანი მზად არის, ავაშენოთ მდგრადი მშვიდობა, ასეთი მშვიდობა კი არ შეიძლება იყოს უკრაინის კაპიტულაცია

ემანუელ მაკრონი - ყველა ჩვენგანი მზად არის, ავაშენოთ მდგრადი მშვიდობა, ასეთი მშვიდობა კი არ შეიძლება იყოს უკრაინის კაპიტულაცია

პოსტი ნახა: 1290

ყველა ჩვენგანი მზად არის, ავაშენოთ მდგრადი მშვიდობა, ასეთი მშვიდობა კი არ შეიძლება იყოს უკრაინის კაპიტულაცია, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა შვეიცარიაში, მშვიდობის გლობალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„არის წინაპირობა, რომ დავეხმაროთ უკრაინას ასეთ ვითარებაში წინააღმდეგობის გაწევაში. არის მხოლოდ ერთი აგრესორი და მსხვერპლი; მეორე, მკაფიოდ უნდა ვახსენო კიდევ ერთხელ ის ფაქტი, რომ ამ ოთახში არავინ ომობს რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ყველას სურს მდგრადი მშვიდობა, რაც ნიშნავს მშვიდობას, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო წესებს და აღადგენს უკრაინას მისი სუვერენიტეტის ფარგლებში.

ეს ომი გლობალური საკითხია. ვფიქრობ, ასეთი შეხვედრა არის საუკეთესო მტკიცებულება იმისა, რომ ხალხი აქ ყველა კონტინენტიდან იმყოფება უკრაინაში მშვიდობის მხარდასაჭერად, რადგან ჩვენი საერთაშორისო წესები და სიმშვიდეში არსებობის შესაძლებლობა საფრთხეშია. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ გაერო-ს წესდების და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპი, რათა საზღვრები და სუვერენიტეტი იყოს დაცული.

გაერო-ს გენერალური ასამბლეა მიიღებს რეზოლუციას ოლიმპიური ზავის შესახებ. ჩვენ არ განვიხილავთ ამ ზავს, როგორც ვალდებულებას უკრაინის წინაშე.

მინდა, მკაფიო ვიყო და ეს პრეზიდენტ ზელენსკისაც ვუთხარი: ეს არის აშკარა მოწოდება რუსეთის მიმართ, შეწყვიტოს თავისი აგრესიული ომი და თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობასა და სამოქალაქო ობიექტებზე. მაქვს შემოთავაზება, პარალელურად, ჩვენ, ყველამ ერთად ვიმუშაოთ, გავაფართოოთ ქვეყნების წრე, რომლებიც უერთდებიან ჩვენს ძალისხმევას, რათა თავიდან ავიცილოთ მსოფლიოში დიდი განხეთქილება“, – აღნიშნა მაკრონმა.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე