ელის თუ არა ჩვენს ქვეყანას "სითბური დარტყმა" - რისთვის უნდა მოვემზადოთ?

ელის თუ არა ჩვენს ქვეყანას "სითბური დარტყმა" - რისთვის უნდა მოვემზადოთ?

09-03-2024 04:12
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

უცხოელი კლიმატოლოგების ნაწილი ვარაუდობს, რომ პლანეტაზე წელს ძალიან ცხელი ზაფხული იქნება. ჩვენ დავინტერესდით, თუ როგორი იქნება ამ კუთხით მდგომარეობა საქართველოში. ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი, ხათუნა ქოქოსაძე გვესაუბრება.

- ქალბატონო ხათუნა, საინტერესოა, ჯერ გაზაფხულის პროგნოზით დავიწყოთ...

- 9 მარტს ცოტას გამოიდარებს, თუმცა, ზოგან შენარჩუნდება მცირე ნალექი. 10 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იქნება წვიმა, მთაში და მაღალმთაში კი თოვლი. 11 მარტს დღისით გამოიდარებს და 14 მარტის ჩათვლით, უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში დღისით ტემპერატურა 8 -13 გრადუსამდე იქნება, შემდეგ დღეებში 15 გრადუსამდე მომატებს, 11 მარტს დღისით გამოიდარებს. 14 რიცხვამდე ტემპერატურა საკმაოდ მაღალი იქნება - დასავლეთ საქართველოში 20-25 გრადუსამდე აიწევს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა 17 და 18 გრადუსს მიაღწევს. 15 მარტს ისევ ნალექს ველოდებით.

დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში მარტში ნორმაზე მაღალი იქნება ტემპერატურა იქნება. დასავლეთ საქართველოში, სანაპიროზე და კოლხეთის დაბლობზე 10 - 12 გრადუსი იქნება საშუალო ტემპერატურა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 6-9 გრადუსი, რაც 1- 2 გრადუსით მაღალია სხვა წლებთან შედარებით...ცალკეულ დღეებში დასავლეთ საქართველოში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება დაახლოებით 2 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი 5 გრადუსამდეც. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში შეიძლება მინუს 10 გრადუსამდე დაიწიოს ტემპერატურამ, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში - მინუს 14 გრადუსამდე. თვის მეორე ნახევრიდან, ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურის მომატება და ის 27-28 გრადუსსაც კი მიაღწევს, აღმოსავლეთ საქართველოში კი, 26 -27 გრადუსამდე აიწევს.

- შარშან ცხელი ზაფხული იყო. ზოგიერთი უცხოელი წელს უფრო ცხელ ზაფხულს პროგნოზირებს. საქართველოსთან დაკავშირებით რისი თქმა შეგვიძლია?

- ძალიან ადრეა ჯერ ზაფხულზე საუბარი, რადგან ზაფხულის პროგნოზზე მუშაობა იწყება მაისის ბოლოს. თუმცა კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე, ზოგადად, ტემპერატურამ მოიმატა. წინა ზაფხული საკმაოდ ცხელი იყო, ნორმასთან შედარებით 2-3 გრადუსით მეტი. ეს განპირობებული იყო წყნარ ოკეანეში მიმდინარე პროცესით, რომელიც ფაზაში შევიდა აგვისტოს მეორე ნახევარში და ძალიან აქტიური იყო ნოემბერ-დეკემბრამდე. ამიტომ ამ პერიოდში ტემპერატურა საკმაოდ მაღალი და დეკემბერი 3-4 გრადუსით თბილი იყო. ახლა ამინდზე გავლენას ახდენს წყნარ და ატლანტის ოკეანეებში მიმდინარე პროცესები. ეს ჩვენს ტერიტორიაზეც აისახება. კერძოდ, ქარის მასები ატლანტის ოკეანიდან მოძრაობენ ევროპისა და აზიის მხარეს. თუმცა წყნარ ოკეანეში მიმდინარე პროცესი მაინც იწყებს შესუსტებას და სავარაუდოდ, ნეიტრალურ ფაზაში ზაფხულში გადავა... დიახ, საქართველოში შეიძლება მართლაც იყოს ცხელი ზაფხული, თუმცა, როგორც უკვე გითხარით, ზუსტი პროგნოზის გაკეთება ძნელია.

განაგრძეთ კითხვა

პოსტი ნახა: 178


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!