ევროკავშირში აცხადებენ, რომ სანქციების შეცვლის ან გაუქმების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა რუსეთის სამხედრო ძალების უკრაინიდან უპირობო გასვლაა

ევროკავშირში აცხადებენ, რომ სანქციების შეცვლის ან გაუქმების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა რუსეთის სამხედრო ძალების უკრაინიდან უპირობო გასვლაა

26-03-2025 19:15
კატეგორიები: მსოფლიო

სანქციების შეცვლის ან გაუქმების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა რუსეთის სამხედრო ძალების უკრაინიდან უპირობო გასვლა იქნება. ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა, ანიტა ჰიპერმა განაცხადა. მის სიტყვებს გამოცემა Reuters-სი ციტირებს.

“უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული და უსამართლო აგრესიის დასრულება და რუსეთის ყველანაირი სამხედრო ძალის უპირობოდ გასვლა უკრაინის მთლიანი ტერიტორიიდან იქნება ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა სანქციების შესაცვლელად ან გასაუქმებლად…

რუსეთმა ახლა მისი უკანონო და არაპროვოცირებული აგრესიული ომის დასასრულებლად გულწრფელი პოლიტიკური ნება უნდა აჩვენოს. გამოცდილება აჩვენებს, რომ რუსეთი მისი ქმედებებით უნდა განვსაჯოთ, არა მისი სიტყვებით”, - განაცხადა ჰიპერმა.

პოსტი ნახა: 329


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე