დიღმის მრავალფუნქციურ ცენტრში კაფეს მოსაწყობად ინტერესთა გამოხატვა ცხადდება

დიღმის მრავალფუნქციურ ცენტრში კაფეს მოსაწყობად ინტერესთა გამოხატვა ცხადდება

26-03-2025 19:23
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 950

დიდ დიღომში მდებარე მრავალფუნქციურ ცენტრში კაფეს მოსაწყობად ფართის იჯარით გაცემაზე ინტერესთა გამოხატვა ცხადდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„გასული წლის ოქტომბერში დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის 18ა-ში გაიხსნა მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი, სადაც არის ორი საცურაო აუზი, ტანვარჯიშის დამოუკიდებელი დარბაზი, კალათბურთის, ფრენბურთის, საჭიდაო დარბაზები, კრივისთვის განკუთვნილი სივრცე და ასე შემდეგ. აღნიშნული მულტიფუნქციური ცენტრით ყოველთვიურად 3 000-მდე ბენეფიციარი სარგებლობს. პროექტში გათვალისწინებული არის ასევე კაფეს პროექტი. გვაქვს კონკრეტული სივრცე და გვინდა, აქაც გამოვაცხადოთ ინტერესთა გამოხატვა, ფართი გავცეთ იჯარით, კაფეს მოწყობის ვალდებულებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მიმართა ბიზნესსექტორს, დაინტერესდეს აღნიშნული წინადადებით და ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობა მიიღოს.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე