„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხვალინდელ სხდომაზე ზაზა გოგავა, მამუკა ყურაშვილი და შალვა ჯანაშვილი დაიბარეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხვალინდელ სხდომაზე ზაზა გოგავა, მამუკა ყურაშვილი და შალვა ჯანაშვილი დაიბარეს

26-03-2025 18:17
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 761

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხვალინდელ სხდომაზე ზაზა გოგავა, მამუკა ყურაშვილი და შალვა ჯანაშვილი დაიბარეს. ამის შესახებ მედიასთან კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ხვალინდელი სხდომის განსახილველი თემაც 2008 წლის აგვისტოს ომი იქნება. სხდომა 27 მარტს, 10:00 საათზე ჩაინიშნა.

"დღევანდელო სხდომის შედეგად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ არაერთმა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირმა დაადასტურა, რომ საქართველომ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, მინიმუმ ორჯერ გაიარა „ბეწვის ხიდზე“ და აიცილა 2004 წლის აგვისტოში და შემდეგ 2006 წელს საომარი მოქმედებები, ანუ [აიცილა] აგვისტოს ომი 2 და 4 წლით ადრე.

ჩვენთან იქნებიან ხვალ გამოკითხვაზე ახსნა-განმარტებისთვის ყოფილი სამხედრო თანამდებობის პირები, ბატონი ზაზა გოგავა, ბატონი [მამუკა] ყურაშვილი და ასევე, ბატონი [შალვა] ჯანაშვილი, რომელიც ომის დროს გახლდათ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე", - განაცხადა წულუკიანმა.

ამასთან, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც დაიბარებენ.

მან ასევე, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერებზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ კომისიაზე მისვლის შეეშინდათ.



მსგავსი სიახლეები

6 საათის წინ

ტ.კ ,,თრიალეთი,, არის მიუღებელი ხელისუფლებისთვის -ალექსი მერებაშვილი (უფლებადამცველი). ,,იმ პირობებში როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ სხვა მედისაშუალებები არ არიან კრიტიკულად და ოპოზიციურად განწყობილი ხელისუფლების მიმართ მათ ეძლევათ საშუალება ჰქონდეთ დავალიანება, ძალიან მაღალი დავალიანება ბიუჯეტის წინაშე, თუმცა მათ მიმართ არ იყენებენ ინკასოს... ტ.კ ,,თრიალეთი,, არის მიუღებელი ხელისუფლებისთვის და ექვემდებარება სანქციებს, ყადაღას, ინკასოს, რათა მოხდეს მისი გაჩერება, გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლებას მიაჩნია, ტელეკომპანის მაუწყებლობა საფრთხეს უქმნის მის პოლიტიკას - ალექსი მერებაშვილი (უფლებადამცველი).

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე