ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროკომისია რეკომენდაციას გაუწევს საქართველოსთვის ოფიციალური კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, - ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
გავლენიანი გამოცემის ცნობითვე, რაც შეეხება უკრაინასა და მოლდოვას, რომლებსაც კანდიდატის სტატუსი 2022 წლის ივნისში მიენიჭათ, მოსალოდნელია, რომ ევროკომისია გასცემს რეკომენდაციას გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ მოლაპარაკებების დაწყებაზე.
ევროკომისია დღეს მთავარ ანგარიშს გამოაქვეყნებს, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნების პროგრესის შესახებ პირველი ოფიციალური მიმოხილვა იქნება.