ევროპა არის სწორედ ცოცხალი რეგიონები, რაც ჩვენ ძალიან გვაკლია - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გორში განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, რეგიონებში მეტი სიცოცხლე უნდა შევიტანოთ, რათა ევროპაში წასულ საქართველოს მოქალაქეებს უკან დაბრუნება მოუნდეთ და იმ განათლების რეგიონებისთვის მოხმარება, რაც ევროპაში შეიძინეს.
მე დღეს აქ მოსული ვარ ჩვენი კამპანიის ჩარჩოში, რომელიც ეხება, თუ როგორ უნდა გავუგზავნოთ ევროკავშირს ჩვენი ხმა და როგორ უნდა ვუთხრათ ყველას, რომ ჩვენი ადგილი ევროპაშია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს გორში ამ ფორმით, ორი დროშით დამხვდნენ ახალგაზრდები. ახალგაზრდული ცენტრი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ კულტურა იყოს ცოცხალი, მისაწვდომი მათი შემოქმედებისთვის. თუ ვიცით ევროპა რა არის, ევროპა არის სწორედ ცოცხალი რეგიონები, რაც ჩვენ ძალიან გვაკლია. ჩვენ მეტი სიცოცხლე უნდა შევიტანოთ რეგიონებში და ამით ჩვენ ახალგაზრდებს მივცემთ სურვილს, რომ ევროპაში ვინც არიან წასულები დაბრუნდნენ და თავიანთ ქალაქს დაუბრუნონ ის ცოდნა და კულტურა".- განაცხადა პრეზიდენტმა.
ქვეყნის მთავარსარდალი ევროპული სტატუსის მისაღებად ხელმოწერების შეგროვებას რეგიონებში იწყებს და ეს ტური გორით დაიწყო.