ფესტივალი „განდაგანა“ ბათუმში 22-23 ნოემბერს ჩატარდება

ფესტივალი „განდაგანა“ ბათუმში 22-23 ნოემბერს ჩატარდება

14-11-2024 07:50

22-23 ნოემბერს, ბათუმი სოფლის ტურიზმის ფესტივალს „განდაგანა“ უმასპინძლებს. ფესტივალი ტრადიციულად საშემოდგომო დეკორაციებით გაფორმებულ ევროპის მოედანზე გაიმართება. ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ ორი დღის განმავლობაში ქალაქიდან გაუსვლელად აჭარულ სოფლებში იმოგზაურონ, დააგემოვნონ აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი კერძები, გაეცნონ აჭარულ ტრადიციებსა და კულტურას.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, გასული წლის მსგავსად, წელსაც მთავარი აქცენტი აჭარული სამზარეულოსა და ხალხური რეწვის დარგების წარმოჩენაზე გაკეთდება.

მათივე ინფორმაციით, მოეწყობა სპეციალური კვების კუთხე, სადაც აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელ კერძებს მოამზადებენ, ჩატარდება მასტერკლასები და კულინარიული შეჯიბრებები.

„ულამაზესი დეკორაციებით გაფორმდება აჭარული რეწვის სივრცეც, რომელსაც წელსაც „გარდენია შევარდნაძეს“ დამფუძნებელი ზურაბ შევარდნაძე წარმოაჩენს. საშემოდგომო დეკორაციებით გაფორმებული სივრცე მთიანი მუნიციპალიტეტების კულტურის, ტრადიციების, სოფლებში არსებული ავთენტური გარემოს გაცოცხლებასა და მთებში მოგზაურობის წახალისებას შეუწყობს ხელს. ფესტივალის სტუმრების განწყობაზე ადგილობრივ ფოლკლორულ ჯგუფებთან ერთად მოწვეული ბენდები და მუსიკალური შემსრულებლები იზრუნებენ. სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდგანა“ 2015 წლიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. მისი მიზანი აჭარული სოფლების პოპულარიზაცია, წარმოჩენა და სოფლად ტურისტების მოგზაურობის სტიმულირებაა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პოსტი ნახა: 29


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!