ფინეთის მიერ დაკავებულ რუსულ ტანკერზე „ჯაშუშური აღჭურვილობა“ იყო დამონტაჟებული

ფინეთის მიერ დაკავებულ რუსულ ტანკერზე „ჯაშუშური აღჭურვილობა“ იყო დამონტაჟებული

29-12-2024 16:05
კატეგორიები: მსოფლიო

ნავთობის რუსულ ტანკერზე, სახელწოდებით Eagle S, რომელიც ფინეთმა წყალქვეშა კაბელის, EstLink 2-ის დაზიანების შემდეგ დააკავა, „ჯაშუშური აღჭურვილობა“ აღმოჩნდა დამონტაჟებული. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა „Lloyd's List“ იუწყება.

„ბორტზე ნანახი მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა სავაჭრო გემისთვის უჩვეულოა. ეს აღჭურვილობა გემის გენერატორიდან დიდძალი ენერგიის მიღებას საჭიროებდა, რამაც არაერხელ გამოიწვია ენერგიის წყაროს გათიშვა“, - განუცხადა გამოცემას წყარომ, რომელიც კარგად იცნობს ტანკერ „Eagle S“-ს.

„Lloyd's List“ , წყაროზე დაყრდნობით, ასევე წერს, რომ მოსასმენი და ჩამწერი მოწყობილობა ტანკერზე „უზარმაზარი გადასატანი ჩანთებით“ მიიტანეს. გემზე უამრავი ისეთი ლეპტოპიც აღმოჩნდა, რომლებსაც თურქულ და რუსულენოვანი კლავიატურა ჰქონდა. გამოცემის ცნობით, ეს ლეპტოპები თურქეთსა და რუსეთთან საკონტაქტოდ გამოიყენებოდა.

„ამ მოწყობილობით ისინი თვალყურს ადევნებდნენ ნატო-ს ყველა სამხედრო-საზღვაო ხომალდს და თვითმფრინავს“, - იუწყება „Lloyd's List“.

ფინელმა მესაზღვრეებმა რუსეთის ე.წ „ჩრდილოვან ფლოტთან“ დაკავშირებული მოძველებული გემი 26 დეკემბერს დააკავეს და ფინეთის ტერიტორიულ წყლებში გადაიყვანეს. ტანკერი „Eagle S“, სავარაუდოდ, რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ასავლელად გამოიყენებოდა.

შაბათს, დილით, ფინეთის პოლიციამ ტანკერი პორტში საგამოძიებო ღონისძიებების ჩასატარებლად გადაიყვანა.

ვარაუდობენ, რომ სწორედ ტანკერ„ Eagle S“-მა გაწყვიტა ფინეთის ყურეში გამავალი ელექტროკაბელი EstLink 2, რომელიც ესტონეთსა და ფინეთს აკავშირებს. აღსანიშნავია, რომ ოთხი საკონტაქტო კაბელი დაახლოებით ერთდროულად დაზიანდა.

ფინეთის ეროვნულმა კრიმინალური პოლიციის ცნობით, გემის ეკიპაჟი საქართველოსა და ინდოეთის მოქალაქეებისგან შედგებოდა.

პარასკევს, 27 დეკემბერს, ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა აღნიშნა, რომ ჯერ ნაადრევია დასკვნების გაკეთება იმის შესახებ, შეიძლება თუ არა კაბელის დაზიანება რუსეთის ჰიბრიდულ ჩარევას მივაწეროთ. მან მედიას ისიც განუცხადა, რომ რუსეთის მხრიდან დიპლომატიური რეაქცია ჯერ არ ყოფილა.

ბალტიის ზღვაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ნატო დათანხმდა, რეგიონში თავისი ყოფნა გააძლიეროს. ეს ინციდენტი ბოლო რგოლია იმ ჯაჭვში, რომელიც რუსული და ჩინური გემების მიერ კაბელების და მილსადენების დაზიანებას უკავშირდება.

პოსტი ნახა: 267


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!