ფოთში, მე-15 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი გარდაიცვალა

ფოთში, მე-15 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი გარდაიცვალა

26-10-2024 06:30

ფოთში, მე-15 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი გარდაიცვალა. აღნიშნული უბნის თავმჯდომარის, გიორგი ჩხარტიშვილის თქმით, 50 წლამდე მამაკაცი რეგისტრატორის პოზიციას იკავებდა.

მისივე თქმით, მამაკაცი უეცრად ცუდად გახდა. ადგილზე მყოფმა ადამიანებმა დახმარება გაუწიეს და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა ადგილზე მოსულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.

"რამდენადაც ვიცი, ამ ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, მაგრამ აქ რა მოხდა, არ ვიცი. ცუდად გახდა, გონებ აგაეთიშა. სანამ სასწრაფო მოვიდოდა, ხელოვნური სუნთქვა და გულის მასაჟიც გავუკეთეთ. პულსი მხოლოდ მაშინ ესინჯებოდა, როდესაც გულის მასაჟს ვუკეთებდით. სასწრაფოს გარდაცვლილი დახვდა", - განაცხადა მე-15 უბნის დამკვირვებელმა მარინა ღლონტმა.

პოსტი ნახა: 69


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!