ფრანკ შვაბე - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად, საარჩევნო ყუთების დასაცავად, უნდა გავაგზავნოთ ერთ-ერთი უმსხვილესი სადამკვირვებლო მისია საქართველოში 

ფრანკ შვაბე - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად, საარჩევნო ყუთების დასაცავად, უნდა გავაგზავნოთ ერთ-ერთი უმსხვილესი სადამკვირვებლო მისია საქართველოში 

27-06-2024 05:54

საქართველო 1999 წლიდან არის ამ ორგანიზაციის წევრი და მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის მარტივი არ ყოფილა, გვიწევდა ბევრი საკითხის განხილვა, ნათელი იყო, რომ საქართველო მიდიოდა პირდაპირი გზით ევროპისკენ ჩვენი ღირებულებების პატივისცემით, არ ვიცი, რატომ ტოვებს საქართველო ახლა ამ გზას, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის თავმჯდომარემ, ფრანკ შვაბემ განაცხადა.

მისი თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არის ღირებულებების მცველი.

„დღეს ჩვენ მკაფიო სიგნალს ვუგზავნით საქართველოს. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამომხსენებლებს ძალიან მიუკერძოებელი ანგარიშის წარდგენისთვის, რომელიც შეიცავს ამ ძალიან მკაფიო სიგნალს, რომ ჩვენ შეშფოთებულები ვართ ქვეყანაში არსებული რიტორიკით. თუ ბატონი ივანიშვილი საუბრობს გარე გავლენებზე, ვის გულისხმობს? მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის ჩვენ გვგულისხმობს, მას ჩვენი გავლენა არ მოსწონს. ჩვენ შეშფოთებულები ვართ რიტორიკით და ლგბტ პირების წინააღმდეგ კანონით. ჩვენ ნამდვილად შეშფოთებულები ვართ კანონით „უცხოური აგენტების შესახებ“. თუმცა, ჩემი უდიდესი შეშფოთება და  ვფიქრობ, რომ ჩვენი უდიდესი შეშფოთება უნდა იყოს მიმართული 26 ოქტომბრის არჩევნებისკენ. ორშაბათს მე ვისაუბრე იმ ქვეყნების შესახებ, ვისაც სურთ, იყვნენ ამ ორგანიზაციის წევრები, თუმცა პატივს არ სცემენ ჩვენს ღირებულებებს და წესებს. დემოკრატიულ ქვეყნად ყოფნის საფასური არის ის, რომ შენ შეიძლება დამარცხდე არჩევნებში. ეს არის დემოკრატიასთან და ჩვენთან, როგორც ორგანიზაციასთან გარიგების ნაწილი“, – განაცხადა შვაბემ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოში 26 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია აუცილებლად გაიგზავნება.

„არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე თუ ერევი ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობაში, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების მიუხედავად, მაშინ ჩვენ ვიქნებით უკიდურესად შეშფოთებულები. როგორც ჩანს, თქვენ გსურთ აღკვეთოთ ის, რომ ხალხმა შეძლოს საარჩევნო ყუთების კონტროლი და ეს ასევე ეხება „უცხოური აგენტების“ კანონსაც, რომელიც მიმართულია მათ წინააღმდეგ, ვინც მაგალითად ევროკავშირიდან უჭერს მხარს, ვინც ცდილობს საარჩევნო ყუთების დაცვას. ასე რომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად და საარჩევნო ყუთების დასაცავად. ჩვენ უნდა გავაგზავნოთ და ამას გავაკეთებთ ერთ-ერთ უმსხვილეს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას ქვეყანაში. ამ მისიას ლიბერალ-დემოკრატების ჯგუფის თავმჯდომარე იულიან ბულაი უხელმძღვანელებს. ასე რომ, ჩვენ საქმეს ვასრულებთ, ჩვენ კვლავ ღია ვართ დისკუსიებისთვის და კომუნიკაციისთვის. თუმცა დღეს ჩვენ ვაგზავნით მკაფიო გზავნილს – ნუ უთხრით ძირს ჩვენს ინსტიტუტებს, ნუ ესხმით თავს ვენეციის კომისიას, რომელიც არის მსოფლიოში ყველაზე მაღალი ნდობის მქონე ერთ-ერთი ორგანიზაციაა, დაბრუნდით ევროპისკენ, დაუბრუნდით ჩვენი წესებისა და ღირებულებების პატივისცემის გზას“, – განაცხადა შვაბემ.

პოსტი ნახა: 113


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!