სოციალურ ქსელში რაჭიდან ემოციური ვიდეო ვრცდელდება - თუ როგორ გადაარჩინეს პატარა ბავშვი სტიქიის დროს.
შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს შოვში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიას რაჭაში 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 25-მდე ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ. სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილას სულ 210 ადამიანია გაყვანილი.
სამძებრო-სამუშაოებში ჩართულია 400-მდე მაშველი, ორი ვერტმფრენი, პროცესში ჩაერთო ჯარიც. შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი - 598 913 089.