გაერთიანებულმა სამეფომ ანატოლი ბიბილოვი დაასანქცირა

გაერთიანებულმა სამეფომ ანატოლი ბიბილოვი დაასანქცირა

07-11-2024 07:27
პოსტი ნახა: 227

გაერთიანებულმა სამეფომ ოკუპირებული ცხინვალის ყოფილი ე.წ. „პრეზიდენტი“, ანატონი ბიბილოვი დაასანქცირა, - ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ავრცელებს.

„ანატოლი ბიბილოვი არის ან იყო ჩართული უკრაინის დესტაბილიზაციაში, ძირს უთხრის ან ემუქრება უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს თუ დამოუკიდებლობას, რადგან ის ეწევა, მხარს უჭერს ან ხელს უწყობს ნებისმიერ პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც დესტაბილიზაციას უქმნის უკრაინას, ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას თუ დამოუკიდებლობას“, - აღნიშნულია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებაში.

მათივე განმარტებით, სანქციები ითვალისწინებს აქტივების გაყინვას და მოგზაურობის აკრძალვას.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე