ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
"ძალიან გვიჭირს ამ ამბის გამოქვეყნება, რომელმაც მთელი პირველი არხი და არამარტო ჩვენი არხის თანამშრომლები დაგვამწუხრა. გარდაიცვალა საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ ჟურნალისტი გიორგი კობერიძე.
გიორგი კობერიძე პირველ არხზე ბოლო რვა წლის განმავლობაში მუშაობდა და არაერთი მოვლენის ამსახველი სიუჟეტი ჰქონდა მომზადებული. იგი, როგორც პროფესიისთვის თავდადებული ადამიანი, დიდი პასუხისმგებლობით აშუქებდა მნიშვნელოვან მოვლენებს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ”
ტელეკომპანია "თრიალეთი" მწუხარებას გამოთქვამს და თანავუგრძნობთ გიორგის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.