გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

06-11-2024 10:22

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ელექტროენერგიის შეზღუდვა მცხეთის რაიონის სოფლებსა და თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონებს შეეხება.

“ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 ნოემბერს, 11:00-იდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფელ წეროვანში; 11:00-იდან 12:00 საათამდე და 16:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში - წეროვანი, ჩარდახი, მუხრანი, გოროვანი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში თხინვალაში, ლისზე და მიმდებარე სოფლებში; 15:00-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში გრიგოლ ხანძთელის, ფარსმან სონღულაშვილის და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პოსტი ნახა: 38


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!