გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, შეზღუდვა მოიცავს თბილისში, ზაჰესში პლატინისა და ავჭალის ქუჩებზე და თიანეთში ლაშარის, 9 აპრილის, ბაგრატიონის, თამარ მეფის, სანიკიძისა და მიმდებარე ქუჩებზე.
“ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ივლისს 07:00 საათიდან 09:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისში ზაჰესში პლატინის და ავჭალის ქუჩებზე; 11:00 საათიდან 18:00 საათამდე აბონენტებს თიანეთში ლაშარის, 9 აპრილის, ბაგრატიონის, თამარ მეფის, სანიკიძის და მიმდებარე ქუჩებზე. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.