გერმანია უკრაინისთვის 500 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

გერმანია უკრაინისთვის 500 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

19-03-2024 09:32
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

გერმანია უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების გადასაცემად ემზადება, რომელიც 500 მილიონი ევროს ღირებულების იქნება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა რამშტაინის ფორმატში მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა.

პისტორიუსის თქმით, საუბარია საბრძოლო მასალის დამატებით მიწოდებაზე, რაც გულისხმობს 10 ათას საარტილერიო ჭურვს. დახმარების ახალ პაკეტში ასევე შედის 100 ჯავშანმანქანა და 100 სატრანსპორტო მანქანა.

შეგახსენებთ, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა რამშტაინის ფორმატის შეხვედრის გახსნისას განაცხადა, რომ ამერიკა არ დაუშვებს ომში უკრაინის დამარცხებას.

პოსტი ნახა: 133


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!