ღარიბაშვილი: არც საბანკო სისტემას და არც საფინანსო ინსტიტუტებს სანერვიულო არაფერი აქვთ

ღარიბაშვილი: არც საბანკო სისტემას და არც საფინანსო ინსტიტუტებს სანერვიულო არაფერი აქვთ

28-09-2023 08:46
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

მთავრობას სამაგალითო, ეფექტური სისტემა აქვს აწყობილი და სანქციების დარღვევის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ეროვნულ ბანკზე და ოთარ ფარცხალაძეზე საუბრისას განუცხადა.

„ვფიქრობ, ჩვენ აქაც სანერვიულო არაფერი გვაქვს - არც საბანკო სისტემას და არც საფინანსო ინსტიტუტებს. ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია ეროვნულ ბანკთან, ასევე სხვა კომერციულ ბანკებთან. ჩვენ ერთ-ერთი სამაგალითო სისტემა გვაქვს შექმნილი და ეს თავად ამერიკელებმა, ევროპელებმა, ბრიტანელმა კოლეგებმა აღნიშნეს, ჩამოსული იყვნენ რამდენიმე თვის წინ, რომ მთავრობას სამაგალითო, ეფექტური სისტემა აქვს აწყობილი და სანქციების დარღვევის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან მიმართა ოპოზიციურ მედიას, რომ ამ თემაზე მსოფლიოში დეზინფორმაციას ავრცელებდნენ და მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია აფინანსებდა ამ კამპანიას ქვეყნის იმიჯის შესალახად.

„რაც შეეხება სავალუტო ფონდის პროგრამას, არავითარი სანერვიულო არ არის. ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს სავალუტო ფონდთან. როდესაც კანონი შევცვალეთ და ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა შემოვიღეთ, მაშინ მოხდა პროგრამის შეჩერება. ახლაც თქვეს, რომ კომუნიკაცია უნდა გააგრძელონ. ვფიქრობ, რომ აღნიშნული საკითხი მალე მოგვარდება“, - განაცხადა პრემიერმა.

პოსტი ნახა: 344


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!