შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულ ნატო ჭელიძეს და მის შვილებს ლუკას, ანდრია და ანასტასია დუდაშვილებს დღეს დაკრძალავენ. მოქალაქეები მათ ბოლო გზაზე ქაშუეთის ტაძრიდან გააცილებენ.
სოციალურ ქსელში სტიქიას შეწირული ოჯახის წევრებს ემოციურად ემშვიდობებიან.
„ეძება,ოთხივე იპოვა ,დღეს ბოლო გზაზე აცილებს ცოლს და სამ ანგელოზს. არ არსებობს სიტყვები რომელიც მისი ნუგეშისთვის გამოდგება. ღმერთო...გააძლებინე, მათთან შეხვედრამდე!“ - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.