გია ჯაფარიძე - მე და ჩემი ძმა არ ვაპირებთ ერთმანეთი დავამარცხოთ ამ არჩევნებში - მე და ჩემი ძმა ვართ ადიკოს ძმის კონკურენტები

გია ჯაფარიძე - მე და ჩემი ძმა არ ვაპირებთ ერთმანეთი დავამარცხოთ ამ არჩევნებში - მე და ჩემი ძმა ვართ ადიკოს ძმის კონკურენტები

მე და ჩემი ძმა ვართ ადიკოს ძმის კონკურენტები. მე და ჩემი ძმა არ ვაპირებთ ერთმანეთი დავამარცხოთ ამ არჩევნებში, - ასე უპასუხა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ჯაფარიძემ ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა მისი ძმის, ზურა ჯაფარიძის კონკურენტი, რომელიც „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერია.

„მე და ჩემი ძმა არ ვართ ერთმანეთის კონკურენტები. მე და ჩემი ძმა ვართ ადიკოს ძმის კონკურენტები. მე და ჩემი ძმა არ ვაპირებთ ერთმანეთი დავამარცხოთ ამ არჩევნებში, მე და ჩემი ძმა ვაპირებთ ადიკოს ძმა დავამარცხოთ ამ არჩევნებში“, - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

ამასთან, როგორც გია ჯაფარიძემ აღნიშნა, „ერთიანობის“კოალიციის წევრები, ასევე მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის იყვნენ ერთიანობის მომხრე, რადგანაც მიაჩნიათ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს.

„ეს არჩევნები არ იქნება იდეოლოგიურ პლატფორმებს შორის გაჯიბრება, სამწუხაროდ, ძალიან გვინდა, რომ ასე იყოს, მაგრამ სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ ხელში საქართველო დემოკრატიული სახელმწიფო აღარ არის. ჩვენი მიზანია დავამარცხოთ „ქართული ოცნება“, საქართველოში ავტორიტარული რეჟიმი, საქართველოო განვითარების, ევროპის კავშირში გაწევრიანების გზაზე დავაბრუნოთ“, - განაცხადა გია ჯაფარიძემ და აღნიშნა, რომ „კოალიციის“ გაფართოების მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება.

აღნიშნული განცხადებები გია ჯაფარიძემ პარტიის ოფისში გააკეთა, სადაც პარტიის ლიდერების, თინა ბოკუჩავას და გიორგი ვაშაძის აშშ-ში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ვიზიტის კონტექსტში მან უპასუხა კითხვას, რატომ არ იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილიც.

„ლევან ხაბეიშვილი არის თბილისში, ჩვეულებრივად მონაწილეობს „ერთიანობის კოალიციის“ მუშაობაში. აშშ-ს „დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე იმყოფებიან თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარეები, ამავდროულად ისინი წარმოადგენენ კოალიცია „ერთიანობას“. ბუნებრივია, „დემოკრატიული პარტიის“ ყრილობაზე მთელი საქართველო ვერ ჩავა. ასეთ ყრილობებზე ადგილები არის ძალიან შეზღუდული“, - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

პოსტი ნახა: 99


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!