„გია, რატომ დატოვე შვილები მარტო…“ - რა არის ცნობილი კაცზე, რომელიც მანქანით მტკვარში გადავარდა და დაიღუპა

„გია, რატომ დატოვე შვილები მარტო…“ - რა არის ცნობილი კაცზე, რომელიც მანქანით მტკვარში გადავარდა და დაიღუპა

16-02-2024 05:32
კატეგორიები: ბოლო სიახლეები
პოსტი ნახა: 877

თბილისში, მეტეხის ხიდთან სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა. მაშველებმა ავტომობილი მტკვრიდან გამთენიისას ამოიყვანეს.

ავტომობილში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს დაღუპულის ოჯახის წევრი ასე ასათაურებს:

„ღმერთო, რატომ წაართვი ჩემს შვილებს მამა...“ ეს ის ადამიანია, ვისთანაც 19 წელი გავატარე... როგორ მტკივა გია გული, როგორ დაიმსხვრა ჩემი გული“. როგორ მეტკინა გია, უფალმა ნათელი და სანთელი არ მოგაკლოს“. 

ტრაგიკული ფაქტის ამსახველი ვიდეოს კომენტარებში ახლობლები უსამძიმრებენ გარდაცვლილის ოჯახს.

"გია რატომ დატოვე შვილები მარტო..."; „გიაა არ მჯერა ეს რა გაკეთე ბიჭო“; -წერენ "ტიკტოკზე"

გარდაცვლილს სამი შვილი დარჩა. 



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე