გია ვოლსკი - კონსტიტუციაში მკაცრად უნდა იყოს გამიჯნული სახელმწიფოსა და ეკლესიის მართვის სისტემა, ამაში არანაირი აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს

გია ვოლსკი - კონსტიტუციაში მკაცრად უნდა იყოს გამიჯნული სახელმწიფოსა და ეკლესიის მართვის სისტემა, ამაში არანაირი აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს

საუკუნეების განმავლობაში ეკლესია ქართველების გამაერთიანებელი იყო, მისი სწავლებები არის ის, რითაც გამოწვევებით სავსე მსოფლიოში შეიძლება გადარჩეს საქართველო, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ვოლსკის თქმით, კონსტიტუციაში მკაცრად უნდა იყოს გამიჯნული სახელმწიფოსა და ეკლესიის მართვის სისტემა და ამაზე არანაირი აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს.

„ეკლესიის საქმეებში სახელმწიფო არანაირად არ უნდა ჩაერიოს, მაგრამ სახელმწიფოს ნაწილია ეკლესია და კონსტიტუციაში მკაცრად, ხისტად უნდა იყოს გამიჯნული სახელმწიფოსა და ეკლესიის მართვის სისტემა. ამაში არანაირი აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს. ამბობენ, ეს წინასაარჩევნო არისო. წინასაარჩევნო პროგრამაში განა იმიტომ არის, რომ ვიღაცას თავი მოვაწონოთ და ვეკეკლუცოთ.  არამედ სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების თემასთან არის დაკავშირებული. მისი თვითმყოფადობა ერთ-ერთი ფუნდამენტია, რაზეც საქართველო დგას. ეს ფუნდამენტი მნიშვნელოვანწილად შექმნილია ეკლესიის რესურსით. საუკუნეების განმავლობაში ეკლესია ქართველების გამაერთიანებელი იყო, როცა სახელმწიფო დაშლილი იყო. მისი მნიშვნელობა და სწავლებები არის ის, რითაც გამოწვევებით სავსე მსოფლიოში შეიძლება გადარჩეს საქართველო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

პოსტი ნახა: 47


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!