გიორგი ამილახვარი: დაახლოებით 27 000 სტუდენტს 30 მილიონ ლარამდე არსებული დავალიანება ჩამოეწერა

გიორგი ამილახვარი: დაახლოებით 27 000 სტუდენტს 30 მილიონ ლარამდე არსებული დავალიანება ჩამოეწერა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან გაორმაგდა სტიპენდიატთა რაოდენობა და სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა.

როგორც ამილახვარმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, განახლებული პროგრამის ფარგლებში სასწავლო წლის 10 თვის განმავლობაში, ოქტომბრიდან ივლისის ჩათვლით, სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმატებული სტუდენტები ყოველთვიურად 150 ლარის ნაცვლად, იღებენ 300-ლარიან სტიპენდიას.

„აქამდე სტიპენდია თუ გაიცემოდა საშუალოდ 2 500 სტუდენტზე, 2023-2024 სასწავლო წლიდან გაზრდილ სტიპენდიას 5 000 წარმატებული სტუდენტი იღებს“, – აღნიშნა ამილახვარმა.

მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება ფინანსური დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის არსებული დავალიანების განულების თაობაზე.

გიორგი ამილახვარის განცხადებით, გადაწყვეტილება ეხება საჯარო და კერძო უნივერსიტეტების, საქართველოს მოქალაქე დაახლოებით 27 000 სტუდენტს, რომელთაც არსებული დავალიანება – ჯამში 30 მილიონ ლარამდე ჩამოეწერათ.

ამავდროულად, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ 2023 წელს განათლების საერთაშორისო ცენტრმა, საზღვარგარეთ სწავლის მიზნით, საქართველოს 191 მოქალაქე დააფინანსა. ასევე, მაღალი აკადემიური მოსწრების საფუძველზე დაფინანსება გაუგრძელა გასულ წელს გამარჯვებულ 34 სტიპენდიატს. მინისტრის ინფორმაციით, ჯამურმა ღირებულებამ 5.8 მილიონი ლარი შეადგინა.

პოსტი ნახა: 148


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!