გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი, დავით ჯანდიერი გამოკითხვაზე დღეს დაიბარეს - ამის შესახებ უფლებადამცველი სოციალურ ქსელში წერს.
ჯანდიერის თქმით, ის მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება.
"დღეს, 8 საათზე დამიბარეს მაგისტრანტი მოსამართლესთან თბილისის საქალაქო სასამართლოში", - წერს ჯანდიერი.
გუშინ, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გამოკითხვაზეა დაბარებული.
ამ ამბავს წინ უძღოდა სამთავრობო სამთავრობო მედიის მიერ ინფორმაციის გავრცელება, რომლის თანახმადაც, დავით ჯანდიერი იყო შუამავალი გიორგი ბაჩიაშვილსა და პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ქემოკლიძეს შორის არსებული სავარაუდო გარიგების.