ჩვენს გუნდს შეუძლია, ამერიკული სიკეთეები საქართველოში მოიტანოს, მაღალანაზღაურებადი სამუშაოების გზა გადის 5 ნომრის, „ერთიანობის“ მხარდაჭერაზე, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა უფრო მაღალ დონეზე აიყვანონ.
„დემოკრატიული კონგრესი გრძელდება. ჩვენთვის პრიორიტეტი მსხვილ კომპანიებთან შეხვედრაა, რადგან ჩვენს გუნდს შეუძლია, ამერიკული სიკეთეები საქართველოში მოიტანოს. მნიშვნელოვანია, აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა სხვა დონეზე, უფრო მაღალ დონეზე ავწიოთ, მაგრამ აქვე ყველაზე მნიშვნელოვანია, შევქმნათ სამუშაო ადგილები, კონკრეტული ინვესტიციების წყარო, სწორედ ამერიკული ინვესტიციების დახმარებით.
ამაზე გვქონდა დღეს შეხვედრა, არა მხოლოდ კომპანიებთან, არამედ ილინოისის, ვინსკონსინის გუბერნატორებთანაც, სადაც დიდი ინტერესია საქართველოსთან მიმართებაში. რატომ? იმიტომ, რომ საქართველოს აქვს შანსი, ნამდვილად თავისი ისტორიული ფუნქციის რეალიზების და მსხვილი კომპანიების მოზიდვის ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ თქვენთან ერთად. მაღალანაზღაურებადი სამუშაოების გზა გადის 5 ნომრის მხარდაჭერაზე, „ერთიანობის“ მხარდაჭერაზე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.