ჩვენ ამის გამო უკან არ დავიხევთ არცერთ შემთხვევაში, პირიქით, უფრო გაერთიანებულად ვიბრძოლებთ, - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე „ლელოს-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაკავებას.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს ღია პოლიტიკური ოპონირების ეშინია და ამიტომ სვამს ოპონენტებს ციხეში.
„რეჟიმის მიერ ძალის დემონსტრირების მცდელობაა, მეტი არაფერი, ჩვენ ამის გამო უკან არ დავიხევთ არცერთ შემთხვევაში, პირიქით, უფრო გაერთიანებულად ვიბრძოლებთ. ფაქტია, რომ ძალა ერთობაშია და ჩვენი გაერთიანების ეშინია „ქართულ ოცნებას“. ივანიშვილს და კობახიძეს კი ღია-პოლიტიკური ოპონირების ეშინიათ, პოლიტიკურ ოპონენტებს მარტო მაშინ სვამ ციხეში. ეს სიძლიერედ ვერ ჩაითვლება, რეალურად სისუსტეა. ამდენ ხალხს რომ იჭერ, ასეთ მდგომარეობაში რომ ხარ, ეს, რა თქმა უნდა, სერიოზული პრობლემაა მათთვის“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება ხვალ მივა თუ არა სასამართლო პროცესზე.