ბიძინა ივანიშვილს ვუცხადებთ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას ამ ქვეყნის გადასარჩენად, - ამის შესახებ „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ პარტიის ლიდერების, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის დაკავების შემდეგ მედიასთან განაცხადა.
ირაკლი კუპრაძის თქმით, „ლელო“ მზად არის ბრძოლის ნებისმიერ ველზე საბრძოლველად ქუჩაშიც და საგარეო ველზეც.
„გადაწყვეტილება ისედაც მიღებული გვქონდა, არ ვაღიარებთ არალეგიტიმურ პარლამენტს, ბიძინა ივანიშვილს ვუცხადებთ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას ამ ქვეყნის გადასარჩენად. ძალიან მშვიდად, თამამად, ამაყად გააგრძელებს ბრძოლას, რათა ბიძინა ივანიშვილი დავაზიანოთ, დავაზარალოთ და შევძლოთ იმ გამარჯვების მიღწევა, რაც არის ამ ქვეყნის დეოკუპაცია რუსული რეჟიმისგან. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ გუნდი არის მზად, გუნდი არის მხნედ, ყველგან საბრძოლველად, ქუჩაში, საგარეო ველზე, თბილისში, ყველგან სადაც იქნება ბრძოლა გასამართი. არ გავექცევით არცერთ ბრძოლას. არაფერი არ გვაინტერესებს გარდა იმისა, რომ ეს ქვეყანა დავიხსნათ რუსი ბიძინა ივანიშვილისგან“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.