გლდანში კიდევ ერთი სკვერი მოეწყო

გლდანში კიდევ ერთი სკვერი მოეწყო

06-11-2024 07:24

გლდანის რაიონში, მესამე მიკრორაიონის N9 კორპუსთან სკვერის მოეწყო. ახალი რეკრეაციული სივრცე დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მის მოადგილესთან, კახა გულედანთან ერთად დაათვალიერა.

სკვერი დღესვე, 19:00 საათზე კონცერტით გაიხსნება.

„გლდანის მესამე მიკრორაიონში ვიმყოფებით, სადაც დავასრულეთ მე-9 კორპუსის წინ არსებული სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩვენ აქ რამდენიმე თვის წინ ვიმყოფებოდით და გვახსოვს, რა მდგომარეობა იყო. დღეს ტერიტორია სრულად განახლებული და მოწესრიგებულია. პროექტის ფარგლებში, დაირგო ხე-მცენარეები, მოეწყო სარწყავი სისტემა, განათება, გაჩნდა სივრცეები, სადაც პატარებს შეუძლიათ თამაში. მინდა ადგილობრივ მოსახლეობას მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის, რადგან აქ იყო უსახური ფარეხები, რომლებიც ავიღეთ. საბოლოო ჯამში, ძალიან კარგი სივრცე გამოვიდა, რეაბილიტირებულია საფეხბურთო და საკალათბურთო მოედანი. დღეს, 19:00 საათზე გაიმართება კონცერტი და ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია მობრძანდეს და ისიამოვნოს დღევანდელი საღამოთი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერიის ცნობით, ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ გლდანის გამგებელი ბესიკ კალაძე და თბილისის საკრებულოს წევრები.

„დაახლოებით 6 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, პავილიონი, ფიტნეს ზონა; დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები; ადგილზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები - დაიგო რულონური ბალახი და დაირგო ხე-მცენარეები. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ფეხბურთისა და კალათბურთის სტადიონებს, ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 242 522 ლარი დაიხარჯა.

გასულ წელს, აღნიშნული სკვერის მიმდებარედ, მესამე მიკრორაიონის N85 კორპუსთან, ერთ ჰექტარზე მოეწყო მრავალფუნქციური სივრცე, წელს კი გლდანის რაიონის გამგეობამ დარჩენილი ნაწილი - 6000 კვადრატული მეტრი კეთილმოეწყო. ჯამში, 16 000 კვადრატზე მრავალფუნქციური, გამწვანებული სივრცე შეიქმნა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოსტი ნახა: 24


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!