გორი-ხაშურის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა

გორი-ხაშურის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა

03-05-2024 06:47
კატეგორიები: ბოლო სიახლეები
პოსტი ნახა: 378

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორი-ხაშურის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა.

თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მიკროავტობუსი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.

ავარიის დროს ერთმა პირმა სხეულის დაზიანება მიიღო, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. როგორც ,,ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე