გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისში, უბედურ შემთხვევას 46 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისში, უბედურ შემთხვევას 46 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

20-03-2024 07:38
კატეგორიები: ბოლო სიახლეები
პოსტი ნახა: 1005

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისში მომხდარ უბედურ შემთხვევას 46 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გოგა კასრაძე საკუთარ მიწის ნაკვეთს ე.წ. ხელის ტრაქტორით ამუშავებდა, რა დროსაც ტრაქტორის სახნავმა მექანიზმმა ჩაითრია. ოჯახის წევრებმა კასრაძე გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც გარდაცვლილის ახლობელმა ,,ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ცხედარი სასტიკად იყო დასახიჩრებული.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. კასრაძე, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან დევნილი იყო, სოფელ ახრისში მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობდა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე