„გორმედის” სამედიცინო ცენტრში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს.
ამის შესახებ ინფორმაციას ,,გორმედის” სამედიცინო ცენტრი ავრცელებს.
მათი ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ვაქცინაცია პირველ ეტაპზე რისკ-ჯგუფებს ჩაუტარდათ.
„4 ნოემბრიდან ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის დაიწყო და ამ დრომდე უკვე ასობით მსურველი აიცრა.
აცრა 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და სამედიცინო დაწესებულების ყველა ბენეფიციარისთვის სრულიად უფასოა.
იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში იმუნიზაცია Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.