გორში ენერგოეფექტური პროექტი ხორციელდება, რომელიც აღმაშენებლის გამზირზე ახალი გარეგანათების სისტემის მოწყობას ითვალისწინებს

გორში ენერგოეფექტური პროექტი ხორციელდება, რომელიც აღმაშენებლის გამზირზე ახალი გარეგანათების სისტემის მოწყობას ითვალისწინებს

გორში ენერგოეფექტური კიდევ ერთი პროექტი ხორციელდება, რომელიც აღმაშენებლის გამზირზე ახალი გარეგანათების სისტემის მოწყობას ითვალისწინებს.

ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოები ჭავჭავაძის გამზირიდან ევროპის მოედნამდე, გზის 1100 მეტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობს, სადაც განათების 92 წერტილი განთავსდება.

„ახალი სისტემა გამზირის ორივე მხარეს მონტაჟდება. სამუშაოების ღირებულება 496 229 ლარია. პროექტი, რომლის მიზანიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარეგანათების სისტემის მოწყობაა, მოსახლეობის თხოვნით ხორციელდება“,- ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოსტი ნახა: 181


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!