გულითადად ვულოცავ შობისა და ნათლისღების დღესასწაულს სომეხთა სამოციქულო ეკლესიას და მის მრევლს მსოფლიოს ყველა კუთხეში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"გულითადად ვულოცავ შობისა და ნათლისღების დღესასწაულს სომეხთა სამოციქულო ეკლესიას და მის მრევლს მსოფლიოს ყველა კუთხეში, განსაკუთრებით კი - საქართველოში მცხოვრებ სომხური წარმოშობის ჩვენს თანამოქალაქეებს. მათთან ერთად ვულოცავ იმ კონფესიების წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს უფლის გამოცხადების დღესასწაულს ზეიმობენ.
ვუერთდები თქვენს სიხარულს და გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას." - წერს პრეზიდენტი.