ქრისტესშობის სადღესასწაულო მსახურება სამების საპატრიარქო ტაძარში შესრულდება.
საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში მსახურება 00:00 საათზე დაიწყება.
მათივე ცნობით, ქრისტესშობის სადღესასწაულო მსახურებას, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) აღასრულებს.