ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში ძაღლმა ორი მცირეწლოვანი დაკბინა, - ინფორმაციას "გურია ტვ" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაკბენილები არიან 5 წლის და 2,7 წლის ძმები. განსაკუთრებით მძიმეა უმცროსის მდგომარეობა. მას დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. ის რეანომობილით ქუთაისში გადაიყვანეს.
 
                                 
                         
                         
                         
                 
             
                         
             
             
             
             
             
             
             
             
                 
                