გურჯაანში კისტის თოფით დაშავებული 9 წლის ბიჭი გარდაიცვალა

გურჯაანში კისტის თოფით დაშავებული 9 წლის ბიჭი გარდაიცვალა

21-11-2023 13:16
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

თვენახევრიანი მკურნალობის შემდეგ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში კისტის თოფით დაშავებული მოზარდი, გარდაიცვალა.

ამ ხნის განმავლობაში, ბიჭს თბილისში მკურნალობდნენ. ადგილობრივების ინფორმაციით, საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით, მკურნალობის პროცესში სხვა ქვეყნიდან მოწვეული ექიმებიც იყვნენ ჩართული, თუმცა მდგომარეობის განსაკუთრებული სიმძიმის გამო, მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შეგახსენებთ, შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში 9 ოქტომბერს მოხდა.
მოზარდი მეზობელთან ერთად თამაშობდა, რა დროსაც თანატოლს ტყვია შემთხვევით გაუვარდა და ბიჭს თვალის არეში მოხვდა.

ბიჭი სამკურნალოდ ჯერ გურჯაანში, შემდეგ კი, თბილისში გადაიყვანეს.

პოსტი ნახა: 429


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე